19-01-2020
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ლევან დავითაშვილმა, ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან, საუბნო განყოფილების ხელმძღვანელ, ხვიჩა ჩალაბაშვილთან და ვალერი უტიაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად, დაღუპული გმირის ვალერი უტიაშვილის სახელობის ქუჩა გახსნა.
„ჩვენ გვყავდნენ ისეთი მამულიშვილები, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და თავი გასწირეს ჩვენი ქვეყნისთვის. ამ გმირებს შორის იყო- ვალერი უტიაშვილი, რომლის სახელობის ქუჩაც დღეს გავხსენით.
მე ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე არ დაინანეს საკუთარი სამშობლოსათვის და მინდა მადლობა გადავუხადო მშობლებს ასეთი ვაჟკაცის და ქვეყნისათვის თავდადებული გმირის აღზრდისთვის"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ისნის რაიონში მდებარე ქუჩას აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის სახელი თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ მიანიჭა.