გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 08, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შოთა დიღმელაშვილი: გრიგოლ ვაშაძე ის კაცია, რომელიც ზაფხულში, აქციებზე, სცენაზე კი არა, სცენის უკანაც არ შემოუშვით

22-01-2020

„ნაციონალური მოძარობის“ ლიდერს, გრიგოლ ვაშაძე „გირჩის“ ლიდერის შემდეგ, მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა დიღმელაშვილიც უპირისპირდება.


დიღმელაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ გრიგოლ ვაშაძე ის კაცია, რომელიც ზაფხულში მიმდანრე აქციებზე სცენზე არ აუშვეს, ასევე „სირცხლიას“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ორჯერ გამარჯობის თქმით, ვაშაძეს თავში აუარდა.


„გადმომცეს, გრიგოლ ვაშაძეს კვესიტაძესთან უთქვამს, ჩემი მოთხოვნილია პროპორციული არჩევნები, არაფერი შეგეშალოთო.
შეგახსენებთ, ეს ის კაცია, რომელიც ზაფხულში, აქციებზე, სცენაზე კი არა, სცენის უკანაც არ შემოუშვა ჩვენმა დაცვამ.


ორჯერ გამარჯობის თქმას მოსდევს ხოლმე თავში ავარდნა რიგ შემთხვევებში. კარგია, რომ ნოდარ რუხაძემ წინდახედულობა გამოიჩინა და შეინახა ის ისტორიული დოკუმენტი, რომელზეც ჩამოვწერეთ 21 ივნისს წამოყენებული 3 მოთხოვნა.


პარტიებთან პირობა ერთი იყო: ისარგებლებდნენ ჩვენი სცენით თუ იზიარებდნენ ჩვენს მოთხოვნებს, არაფერს აკლებდნენ და არაფერს ამატებდნენ მათ.


აგრეთვე, ყველა პარტიიდან თანაბარი რაოდენობის სპიკერი იქნებოდა და ამ სპიკერებს არა ისინი, არამედ ჩვენ შევარჩევდით.
ძალიან არასწორ ეგოს შეეხო“, - წერს შოთა დიღმელაშვილი სოცილურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30