გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

22-01-2020

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა ანაგის, იოსებიძის, არჩილ სულაკაურის, გოთუას, შარტავას, ფანასკერტელ-ციციშვილის და დოლიძის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 13 საათამდე აღმაშენებლის ხეივნის, პეკინის გამზირის, მიცკევიჩის, ცაგარელის და გამრეკელის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10:30 საათიდან 17 საათამდე ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, გურამიშვილის გამზირის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ყიფშიძის, ლევან მიქელაძის, თენგიზ აბულაძის, დომენტი ჟღენტის, ჭირნახულის, ქინძმარაულის, სანავარდოს, ზედამზის, კლდეკარის, სამღერეთის, გარეჯის, პიონერის, ხერთვისის, მარიამ ივანიშვილი-დემურიას, ორბეთის, ლამისყანის, მაჩხაანის, ნაქალაქევის, წერონისის, ლაითურის, ბახმაროს, გომარეთის, ლეჩხუმის და ახტალის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან 12 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის მაცხოვრებლები, 16:30 საათიდან 17:30 საათამდე ცოტნე დადიანის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლები, 12 საათიდან 15 საათამდე მაზნიაშვილის, ჯავახიშვილის, კიევის და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების მაცხოვრებლები, 10 საათიდან 13 საათამდე გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლები, ხოლო 13 საათიდან 17 საათამდე კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930