გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი შერვაშიძე: ეს ყველაფერი თსუ-ს დისკრედიტაციისკენ არის მიმართული

22-01-2020

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე ბოლო პერიოდში მის წინაღმდეგ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებს უნივერსიტეტის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი თსუ-ს დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. „უნივერსიტეტის განვითარების ქვაკუთხედი არის მისი რეპუტაცია. როცა უნივერსიტეტის რექტორს უტევ, ეს არ არის პერსონალური შეტევა. ესაა შეტევა უნივერსიტეტზე,“-განაცხადა გიორგი შარვაშიძემ პრესკონფერენციაზე. როგორც რექტორმა აღნიშნა, არ აპირებდა ბრალდებებზე პასუხის გაცემას ამ ფორმატით, თუმცა განმარტება საჭიროდ ჩათვალა, რათა სტუდენტების, პროფესურის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიჯი არ შეილახოს.

„როდესაც უნივერსიტეტის რექტორობას ვაპირებდი, კარგად ვიცოდი, რომ მოვდიოდი პირველ უნივერსიტეტში. დარწმუნებული ვარ, რომ თსუ იქნება და დარჩება ლიდერი უნივერსიტეტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში მიუხედავად იმისა, თუ როგორი განწყობა ექნებათ კეთილმოსურნეებს თუ მტრებს,“-აღნიშნა რექტორმა. მისივე თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატება არის შემდგარი ფაქტი ყველა იმ მაჩვენებლით, რითიც იზომება წარმატება თუ წარუმატებლობა, ეს იქნება საერთაშორისო რეიტინგები, სტუდენტების რაოდენობა, სწავლების ხარისხი, შერეული და ერთობლივი პროგრამები, საერთაშორისო აკრედიტებული პროგრამები თუ სხვა.

გიორგი შარვაშიძე მიუთითებს უნივერსიტეტის განვითარების და წარმატების მრავალ გარემოებაზე, მათ შორის 3 წლის განმავლობაში სტუდენტთა მისაღები კონტინგენტის 45%-ით გაზრდილ მაჩვენებელზე, უნივერსიტეტის ბიუჯეტის 40%-იან ზრდაზე, განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, თსუ არის ჩემპიონი უნივერსიტეტი მთელ დიდ რეგიონში. ის გეზი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, არის ძალიან მტკიცე და გასაგები და ეს არის წარმატების გეზი,“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930