23-01-2020
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწე , პენსილვანიის უნივერსიტეტში ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილს სოციალურ ქსელ „ტივტერში“ გამოეხმაურა.
კარპენტერი წერს, რომ საქართველოს მთავრობა სერიოზულად უნდა მოეკიდოს ამ წერილს, ეს არის ორპარტიული გაფრთხილება.
„საქართველოს მთავრობა სერიოზულად უნდა მოეკიდოს ამ წერილს. ეს არის ორპარტიული გაფრთხილება იმ ნეგატიური ტენდენციების შესახებ, რომელიც ეხება სამთავრობო ტენდერების პოლიტიზებას, გამოხატვის თავისუფლებას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, ძალაუფლების კონცენტრაციას. ეს მომდინარეობს საქარათველოს მეგობრებისგან“, - წერს კარპენტერი Twitter-ში.