23-01-2020
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, მზია თოდუა არ გამორიცხავს , რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე შალვა თადუმაძე გახდეს.
თოდუას თქმით, უზენაეს სასამართლოში გამწესებულ მოსამართლეებში არიან ღირსეულები და ნებისმერი შეიძლება გახდეს უაზენესი სასამართლოს თავმჯდომარე.
„ალბათ არის, როგორ არ არის, რასაკვირველია არის, მაგრამ მე არ ვიცი, რა კრიტერიუმებით არჩევენ. პასუხისმგებლობას აღება შეიძლება, ყველას არ უნდა თავმჯდომარეობაზე“ - ამბობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
რაც შეეება იმას, თუ ვის კანდიდატურას დაუჭერდა მხარს, მზია თოდუა აცხადებს, რომ ამას ვერ იტყვის, თუმცა ფავორიტები ჰყავს.
„ალბათ, თადუმაძეც არის, მე მაგალითად იმ მოკლე დროში, რაც ჩვენ გვქონდა ურთიერთობა, ბატონ შალვას ვახასიათებ ერთ-ერთ საუკეთესო პროფესიონალად და ყველაზე მთავარი რაც თავმდჯდომარეს უნდა ჰქონდეს, ეს არის რომ მას შეუძლია ურთიერთობა დაამყაროს, არის ძალიან გაწონასწორებული და თავისი საქმის კარგი მცოდნე“ - აცხადებს თოდუა.