გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

24-01-2020

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა გლდანის მასივის „ა“, I მიკრორაიონების, აკაკი ვასაძის, შარტავას, ხიზანიშვილის და მოსულიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10:30 საათიდან 17 საათამდე დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სანზონის, ილურიძის, ბეჟანიშვილის, დიდი-ჯიხაიშის, ქართლის, ლომთათიძის, თმოგვის, ქსოვრელის, დაისის, კნოლევის, კოკინაკის, სვერის, ჯავის, ზედაზენის, ღოღობერიძის, ცოტნე დადიანის და ოქტომბრის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 12 საათიდან 15 საათამდე პურის მოედნის, აბესაძის, აბოვიანის, აბო-თბილელის, გრიგოლ ხანძთელის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

09 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 17 საათამდე კი ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30