გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: საქართველო გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, თუმცა ჩვენ ბევრი საშინაო დავალება გვაქვს შესასრულებელი

24-01-2020

გიორგი გახარიამ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტი შეაჯამა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დავოსში განსაკუთერბული ყურადღება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და ოკუპაციის პრობლემას დაეთმო.

გახარიას განცხადებით, საქართველო გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, თუმცა მანამდე ბევრი საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი. მისივე თქმით, ტრანსნაციონალური ფინანსური კორპორაციები საქართველოს ფინანსურ მდგომარეობას და მის ხარისხს პოზიტიურად აფასებენ, რაც უმნიშვნელოვანესია.

„მნიშვნელოვანი გახლდათ შეხვედრები ჩვენს პოლიტიკურ კოლეგებთან, განსაკუთრებით ჩვენს პარტნიორებთან ევროპიდან, სადაც ჩვენ განვიხილეთ, როგორც საქართველოს ევროპული პერსპექტივები, ასევე მიმდინარე პრობლემები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში რაც შეეხება ოკუპაციას და იმ მიმდინარე მოვლენებს, რომელიც ჩვენ გვაქვს საოკუპაციო ხაზზე. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, ჩვენ ყველანი ერთად ვხვდებით, რომ საქართველო უნდა გახდეს და გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, თუმცა ჩვენ ბევრი საშინაო დავალება გვაქვს შესასრულებელი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930