24-01-2020
პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია მის მიმართ ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ გაგაზავნილ წერილს აფასებს.
გახარიას თქმით, მსგავსი წერილების მიღმა რა მოტივიც არ უნდა არსებობდეს მას სჯერა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების გულწრფელობის და ეს თუ სხვა წერილები არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარადაჭერის მაგალითი.
„ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, რომ ყველა სახის შეფასება, თუნდაც მწვავე, სამართლიანი, შეიძლება, ჩვენი გადმოსახედიდან უსამართლო, დავსხდეთ და ობიექტურად განვიხილოთ, რასაც უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ. უნდა გვესმოდეს, რომ როგორი მოტივებიც არ უნდა არსებობდეს მსგავსი წერილების ან შეფასებების მიღმა, ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის გულწრფელი ნაბიჯები იმ მეგობრობის და საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესის მხარდასაჭერად, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს“, - განაცხადა გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის აცხადებს, რომ შესაძლოა შეფასებებში იყოს სუბიექტური მომენტები, რაზეც ასევე, მომავალში ისაუბრებს კოლეგებთან და დავანახებთ კონკრეტული მაგალითებით, რომ საქართველო რეგიონში ეკონომიკურად ყველზე მდგრადად და სწრაფად ვითარდება.
„ყველას ყველაფერს ავუხსნით და ყველას ყველაფერს დავანახებთ, ზუსტად ისე, ობიექტურად, როგორც ეს ჩანს თბილისიდანაც, ვაშინგტონიდანაც, ბრიუსელიდანაც და სხვა დედაქალაქებიდანაც, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად და ხაზგასმით აღიარებენ იმ პროგრესს დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ გაიარა. ეს სახეზეა. ამ წერილში გარკვეული ეკონომიკური ასპექტებიც არსებობდა. საქართველო დღეს რეგიონში ეკონომიკურად ყველაზე სწრაფად და მდგრადად ვითარდება. ამასაც ჩვენს მეგობრებს და კოლეგებს ავუხსნით დეტალურად, ციფრებით, კონკრეტული მაგალითებით და იმ შედეგებით, რასაც ჩვენ ყველანი ერთად ვაღწევთ” - აცხადებს პრემიერი.