გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი: თუ პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება ოთარ კახიძისთვის ფარსია, შოთაძესთან რატომ მოდის, ეს არის პოლიტიკური დაინტერესება

27-01-2020

იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებას გამოხმაურა.


ოხანაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ აპირებს ოთარ კახიძე, დაესწროს ირაკლი შოთაძესთან გასაუბრებას, თუკი ზოგადად გენერალური პროკურორის არჩევის პროცესს ის ფარსს უწოდებს.


„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპროკურორო საბჭოში განსაზღვრულია კვოტა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლისთვის, ბატონი ოთარი არის საბჭოს წევრი. ამიტომ მას შეუძლია, დაესწროს ამ პროცესს და დასვას კითხვები. თუ ისინი აპელირებენ, რომ მათ აინტერესებთ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით შეკითხვების დასმა, მობრძანდეს, მიიღოს მონაწილეობა და შეკითხვები დასვას.


თუ ფარსია ეს პროცესი, მაშინ ბატონ შოთაძესთან მიმართებაში რატომ მოდის და სურს შეკითხვების დასმა. თუ ეს პროცესი მისთვის ფარსია, მაშინ საერთოდ აზრს უნდა იყოს მოკლებული მისი ამ პროცესში მონაწილეობა. ამიტომ საკუთარ თავთან მოდიან წინააღმდეგობაში, ერთის მხრივ ამბობენ იმას, რომ ეს პროცესი არის დადგმული, თუ ეს პროცესი დადგმულია, მაშინ რატომ აცხადებს, რომ უნდა მოვიდეს და დასვას შეკითხვები მხოლოდ ერთ კანდიდატთან. ეს მიუთითებს მათ პოლიტიკურ დაინტერესებაზე. ნაცვლად იმისა, რომ მან შეკითხვა დაუსვას ყველა კანდიდატს და შეიქმნას წეარმოდგენა, თუ რომელი კანდიდატია უკეთესი, მათ გადწყვეტილი აქვთ, პოლიტიკური დაინტერესების გამო მხოლოდ ერთ კანდიდატთან მიიღონ მონაწილეობა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საკუთარ თავთან მოდიან წინააღმდეგობაში“ ,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930