27-01-2020
ბოდბის ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხს გამოეხმაურა.
მეუფე იაკობი თვლის, რომ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერების თაობაზე საპატრიარქოს გადაწყვეტილება სამართლიანია.
„ვფიქრობ, სამართლიანად ექცევიან. აბსოლუტურად ადეკვატურია. ჭორებს ავრცელებს, მეუფე პეტრესავით ჭორიკანა კაცია, სხვა არაფერი.
ყველას შეუძლია მოვიდეს საპატრიარქოში და ყველა საკითხი განხილული იქნება. მაგას ახლა პატრიარქთან შეხვედრა რომ უნდა, მაგაზე მე ადრე დავეხმარე. მახსოვს ვინც არის და თვითონაც გაიხსენოს. მე რომ გამოვირჩევი მწვავე განცხადებებით, რას ვამბობ არასწორს?! მწვავეს არ აკეთებდა, არასწორს აკეთებდა. ტყუილს ლაპარაკობს, ისევე მატყუარაა, როგორც მეუფე პეტრე.
მამა ანდრია სარია მცხეთა-თბილისში იყო მოვლენილი და იმის გამო, რომ თუნდაც რომელ მონასტერშიც არის მივლინებული, იქ არ რჩებოდა, მაგის გამო შეუჩერდა და ზღაპრებს ნუ ჰყვება, თავი ნუ ჰგონია ძალიან ჭკვიანი, თუნდაც კანონიკაში. ვინ იცავს მაგათ გადახედეთ აბა. ჩვენ ეკლესიას აგინებენ და ვითომ უკრაინა აინტერესებთ. ეს ხომ ტყუილია“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.