გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკატერინე ტიკარაძე: ჩინეთიდან პირდაპირი რეისები ამ ეტაპისთვის გადადებულია და დღეს იქნება შეხვედრა, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას შემდეგი რეისების გადადების საჭიროებასთან დაკავშირებით

27-01-2020

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ვიძლევით რეკომენდაციებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეზღუდონ ფრენები და მოგზაურობა ჩინეთის მიმართულებით.


ტიკარაძის თქმით, ჩინეთიდან პირდაპირი რეისები ამ ეტაპისთვის გადადებულია და დღეს იქნება შეხვედრა მაღალ დონეზე, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას შემდეგი რეისების გადადების საჭიროებასთან დაკავშირებით.


მინისტრი ასევე განმარტავს, რომ ამ ეტაპისთვის ვაჭრობის კუთხით რაიმე შეზღუდვების დაწესებაზე არანაირი რეკომენდაცია არ არსებობს.


„შექმნილი გვაქვს საგანგებო საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც აქტიურაც მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმ მიმართულებით, რომ აქტიური ინფორმაცია გვქონდეს. ჩვენი საჰაერო მიმოსვლა ასევე არის კონტროლს ქვეშ და გვაქვს ყველანაირი ინფორმაცია ავიახაზებიდან, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ ფრენას თუ რომელი მგზავრი რომელი ლოკაციიდან იწყებს ფრენას და შესაბამისად, ყველა პრევენციული ღონისძიება, რომელიც დღემდე საჭირო იყო, გატარებულია სამინისტროსა და სახელმწიფოს მხრიდან. ჩინეთიდან პირდაპირი რეისები ამ ეტაპისთვის გაადებულია. დღეს ჩვენ გვექნება კიდევ დამატებითი შეხვედრა მაღალ დონეზე, სადაც მივიღებთ გადაწყვეტილებას შემდეგ რეისებთან დაკავშირებით.


ამ ეტაპისთვის ვაჭრობის კითხით არანაირი შეზღუდვების დაწესებაზე არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია და რეკომენდაცია მიღებული. არც ვაქცინის შემუშავებაზე არ გვაქვს ამ ეტაპზე ინფორმაცია, თუმცა ერთი დადებითი ფაქტი, რომელიც გაჟღერდა დღეს დილით საერთაშორისო მედიაში არის ის, რომ 11 სამედიცინო პერსონალი, რომელიც იმყოფებოდა ადგილზე, განკურნებულია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930