გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ბერაია: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების საკითხის გადასინჯვის მიზნით ჩვენს პარტნიორებთან აქტიურად ვაწარმოებთ კონსულტაციებს

27-01-2020

„რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ნორმებს, იმ ვალდებულებებს, რაც მას აკისრია საერთაშორისო სამართლით. შესაბამისად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების საკითხის გადასინჯვის მიზნით, ჩვენს პარტნიორებთან აქტიურად ვაწარმოებთ კონსულტაციებს. საპარლამენტო ასამბლეის მაღალი ტრიბუნიდან მკაფიოდ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, კიდევ ერთხელ შევახსენებთ რუსებს, რომ მათ უნდა შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდისკენ მოვიწოდებთ“, - განაცხადა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესიაზე მყოფმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.


მისივე თქმით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვა.


„საგარეო საქმეთა მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს ჩვენი თავმჯდომარეობის პერიოდში იმ პრიორიტეტებზე, რაც განისაზღვრა საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის მიერ. ისაუბრებს, ასევე ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე და წარადგენს მინისტრთა კომიტეტის ანგარიშს. ჩვენთვის, როგორც დელეგაციის წევრებისთვის, განსაკუთრებით პრიორიტეტულია მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს დღეები ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიმართულებით ძალიან ბევრი საკითხის აქტუალიზაციისთვის, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიებთან დაკავშირებით, ასევე, ძალიან პრინციპულად და მკაფიოდ განვაცხადოთ ყველა ის პრიორიტეტი, მათ შორის, სამშვიდობო პოლიტიკის კუთხით, რაც განსაზღვრული აქვს ჩვენს ხელისუფლებას“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930