გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

27-01-2020

ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, თუმცა მას განაჩენი არ წაუკითხავს, რადგან დარბაზში მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.


წელიწადი და ექვსი თვე პატიმრობა მიესაჯა მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსს, ერგასლან ლომაძეს. მერიის კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს ჯარიმა 20 ათასი ლარის ოდენობით დაეკისრა. ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე არჩილ ვანაძე კი, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.


მერიის მაღალჩინოსნები „იაფი სახლის“ პროექტის საქმეზე გასული წლის 30 მაისს დააკავეს. ამ პროექტის განხორციელება ბათუმის მერიამ 2016 წელს დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, „იაფი სახლის“ ტენდერის შედეგად ერთი მილიონ 370 ათასი ლარი გაიფლანგა ბიუჯეტიდან.

ერმაკოვის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ განაჩენს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930