გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივნისი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

27-01-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი და მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ენრიკო ვალვოს შეხვდნენ.


მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.


შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა საქართველოში თხილის წარმოების პოტენციალზე და თხილის სექტორის განვითარებაში კომპანიის „Ferrero“ როლზე გაამახვილა ყურადღება.


მხარეებმა საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის მეხილეობის, როგორც ტრადიციული აგრარული დარგის მნიშვნელობაზე და მეწარმეების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო საგრანტო პროგრამებზე ისაუბრეს.


როგორც ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, 2020 წელს საქართველო პირველად მიიღებს მონაწილეობას ისეთი მასშტაბის გამოფენაში, როგორიცაა მცენარეთა, ტექნოლოგიების და მომსახურების საერთაშორისო გამოფენა ახალი ხილისა და ბოსტნეულის წარმოების, კონდიცირების, ვაჭრობისა და ტრანსპორტირებისთვის - Macfrut, რაც ჩვენს ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს ქართული პროდუქცია მსოფლიოს გააცნონ.
იტალიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ენრიკო ვალვომ, სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30