გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ნებისმიერი საკითხი კონგრესმენებთან პირისპირ დიალოგით უნდა განიხილებოდეს

27-01-2020

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონგრესმენების წერილების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ნებისმიერი კითხვა და წუხილი დიალოგის რეჟიმში უნდა განიხილებოდეს.


„ნებისმიერი კითხვა და საკითხი, თუ იქნება ეს გაუგებრობა, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს ცალკეულ კონგრესმენებსა და ჩვენს შორის, უნდა განიხილებოდეს არა წერილების, არამედ პირისპირ დიალოგის მეშვეობით.


ჩვენ ამას გავაკეთებთ. არავითარი ზედმეტი დრამატიზება ამ საკითხის არ შედის ჩვენს, ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი ხალხის ინტერესებში.

მინდა, ეს ყველამ კარგად იცოდეს. ზოგადად, დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა პოლიტიკური ოპონენტის მხრიდან, არის ნათელი დასტური იმისა, რომ მათი მთავარი საზრუნავი არ არის ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ეს არის მათი ვიწროპარტიული ინტერესების გამოხატულება.


პასუხი ამ ყველაფერზე არის დღევანდელი დღე, რომელიც არის გამოხატულება ქმედებით, საქმით ამერიკის მთავრობის, ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს არის მთავარი. დანარჩენი თუ რაიმე კითხვა არსებობს პოლიტიკოსებს შორის, ეს ბუნებრივი პროცესია და ამას მოვაგვარებთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930