გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„მე ამ წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი“ - ლევან იზორია გერმანიაში ელჩად ინიშნება

28-01-2020

ლევან იზორიამ საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა.

იზორიამ გადადგომის შესახებ განცხადებით, პრემიერ-მინისტრს უკვე მიმართა და ის მუშაობას დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი გერმანაში საქართველოს ელჩის თანამდებობას დაიკავებს.

„მე ამ წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი. დეკემბერშივე დაიწყო შიდა პროცედურები. იანვრის დასაწყისში მქონდა გაცხადებული, რომ 27 იანვარს დავწერდი განცხადებას გათავისუფლებაზე".

იქ მივიღე განათლება, მაგისტრატურა, რის საფუძველზეც დავიცავი დისერტაცია, ასევე მქონდა შესაძლებლობა მემუშავა ინსტიტუტში, როგორც თანაშემწეს“, – განაცხადა იზორიამ.

ლევან იზორია საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელად 12 სექტემბერს დაინიშნა. მანამდე თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა. სხვადასხვა დროს იყო როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031