გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

29-01-2020

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა ვიქტორ კუპრაძის, ღლონტის და ქინძმარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 17 საათამდე აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ის, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კმ-ის, დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაკვეთების) და გრიგოლ ფერაძის ქუჩის მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 18 საათამდე სოფ. დიღმის, დიდი დიღომის I მიკრორაიონის, დიდი დიღომის IIIმიკრორაიონის, ტარიელის, მეფე მირიანისდა ვეფხისტყაოსნის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან 14 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას სამგორი 2-ის დასახლების და იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლები, 12 საათიდან 15 საათამდე ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლები, 12 საათიდან17 საათამდე ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ვაზისუბნის II და IIა მიკრორაიონების მაცხოვრებლები, 10 საათიდან 16 საათამდე ანაგის, იოსებიძის, არჩილ სულაკაურის, გოთუას და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 13 საათამდე კი იონა მეუნარგიას და ზაქარიაძის ქუჩების მაცხოვრებლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031