გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: მიგვაჩნია, რომ ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის უფრო საიმედო სისტემა იქნება ჩვენი კომპრომისული შეთავაზება - ასი ორმოცდაათზე

29-01-2020

„ოპოზიციის დესტრუქციის ფონზე, დამოკიდებულება შეიცვალა გუნდში და დღეს ჩვენი საერთო პოზიცია არის ის, რომ უფრო საიმედო სისტემა იქნება კომპრომისული შეთავაზება - ასი-ორმოცდაათზე. პროპორციულ სისტემაზე ჯერ არ გადავსულვართ და ოპოზიციის ერთმა დიდმა ნაწილმა უკვე დესტაბილიზაციაზე დაიწყო მუშაობა და რომ გადავსულიყავით - წარმოიდგინეთ რას იზამდნენ“,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შეკითხვას - იცვლის თუ არა მმართველი გუნდი დამოკიდებულებას პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, არჩილ თალაკვაძემ ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც, მმართველმა გუნდმა პოზიცია შეიცვალა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლამ უკვე შექმნა კრიზისი არაერთ დემოკრატიულ, ნორმალური პოლიტიკური კულტურის მქონე ქვეყნებშიც:

„იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ეკონომიკური განვითარება მაღალია, პოლიტიკური პარტიები ჩამოყალიბებულნი არიან და სადაც ნორმალური პოლიტიკური კულტურა არსებობს, პროპორციულმა სისტემამ უკვე შექმნა კრიზისები ამ ორი წლის განმავლობაში - ვერ ჩამოყალიბდა კოალიციები და ვერ მოხდა მთავრობის ფორმირება. ჩვენთან კი ჯერ არ გადავსულვართ პროპორციულზე და ოპოზიციის ამ რადიკალურმა ნაწილმა უკვე დესტაბილიზაცია სცადა - წარმოიდგინეთ, რომ გადავსულიყავით რას მოიმოქმედებდნენ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის დამოკიდებულება შეიცვალა საკითხის მიმართ და ჩვენი საერთო პოზიცია არის, რომ ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის, იმისთვის, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას არ მიეცეს ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის საშუალება, მიგვაჩნია, რომ უფრო საიმედო და ქვეყნისთვის ნაკლები რყევების მომტანი სისტემა იქნება ჩვენს მიერ შეთავაზებული კომპრომისული მოდელი 100/50.“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930