გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: შვედეთი არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზასა და ევროპულ მისწრაფებებში

7-03-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ევროინტეგრაციის გზასა და ევროპულ მისწრაფებებში შვედეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია.

ამის შესახებ პრემიერმა შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრთან, პიტერ ჰულტქვისტთან შეხვედრისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს შვედეთის სამეფოს მხარდაჭერას ჩრდილოატლანტიკურ ალიანში ინტეგრაციის გზაზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პიტერ ჰულტქვისტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენის გამო შეშფოთება გამოთქვა და ქართველ ხალხს მიუსამძიმრა.

მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს, ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, ასევე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. შვედი მინისტრის თქმით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, რეგიონში არსებული მდგომარეობა საერთაშორისო თანამეგობრობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ საერთო გამოწვევად უნდა იქნას განხილული.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ საქართველოს სურს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება და ამ კონტექსტში, მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.

შეხვედრის მიმდინარეობისას, გიორგი კვირიკაშვილმა პიტერ ჰულტქვისტს საქართველოში, თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა შვედეთის მხარის მონაწილეობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. საუბარი შეეხო ნატო - საქართველოს წვრთნებში შვედეთის მონაწილეობის საკითხს.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, შვედეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ურთიერთობები მაღალ დონეზეა და ამ დინამიკის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031