31-01-2020
საქსტატსი მიერ გამოქვეყნებული 2019 წლის დეკემბრის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გვაძლევს საშუალებას, რომ შევაფასოთ მთლიანად 2019 წელი. არსებული მონაცემებით 2019 წლის ეკონომიკური ზრდა 5,2% დაფიქსირდა. მაშინ როდესაც წლის დასაწყისში პროგნოზი განისაზღვრა 4,5%, ხოლო შემდეგ 4,8%. აღნიშნული მაჩვენებელი არის პოზიტიური თუ გავითვალისწინებთ საკმაოდ რთულ პოლიტიკურ დაძაბულობას, რაც თან სდევდა მთელი წელი ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებით ზაფხულის მოვლენების ფონზე,- ამის შესახებ ეკონომიკური ექსპერტი ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, გასული წლის მაჩვენებლების ანალიზი აჩვენებს, რომ ქვეყანას აქვს რესურსი მომავალ წელს უფრო მეტად გაუმჯობესდეს სავაჭრო ბალანსი, ექსპორტის ზრდისა და იმპორტჩამნაცვლებელი პროდუქციის წარმოების ხარჯზე, გაიზარდოს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, რაც დადებითად აისახება 2020 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე.
,,2019 წელი მსოფლიო ეკონომიკისათვის საკმაოდ რთული იყო მრავალი ფაქტორიდან გამომდინარე, რაც ასახულია განვითარებული სახელმწიფოების და მათ შორის ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შენელებაში. მიუხედავად ამისა, საქსტატსი მიერ გამოქვეყნებული 2019 წლის დეკემბრის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გვაძლევს საშუალებას, რომ შევაფასოთ მთლიანად 2019 წელი. არსებული მონაცემებით 2019 წლის ეკონომიკური ზრდა 5,2% დაფიქსირდა. მაშინ როდესაც წლის დასაწყისში პროგნოზი განისაზღვრა 4,5%, ხოლო შემდეგ 4,8%. აღნიშნული მაჩვენებელი არის პოზიტიური თუ გავითვალისწინებთ საკმაოდ რთულ პოლიტიკურ დაძაბულობას, რაც თან სდევდა მთელი წელი ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებით ზაფხულის მოვლენების ფონზე.
შეიძლება ითქვას, გასული წელი იყო გამორჩეული დივერსიფიცირებით და რეალური გავლენა მოახდინა ბევრი ბევრმა სექტორმა. მნიშნელოვანი წინსვლა ფიქსირდება გადადამუშავებელ მრეწველობაში, ტრანსპორტში, ვაჭრობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, კავშირგაბმულობასა და სხვა სფეროებში.
განსაკუთრებით გავლენას ახდენა საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესება. კერძოდ, კი მთელი წლის განმავლობაში უმჯობესდებოდა ექსპორტის დინამიკა და დეკემბერში 18,7%-იანი ზრდა დაფიქსირდა და შეადგინა 390,4 მლნ აშშ. დოლარი. ხოლო იმპორტი გაიზარდა 12,8 და შეადგინა 927 მლნ აშშ დოლარი. ხოლო მთლიანად 2019 წელს ექსპორის მაჩვენებელმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 3 771,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სავაჭრო დეფიციტი კი 489 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. ასევე რეკორდულად გაიზარდა ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში და 825,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რაც 13_იანი ზრდა არის წინა წელთან შედარებით. შესაბამისად, რეკორდულად გაიზარდა წმინდა ექსპორტიც და 2 352,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2019 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვმა პირველად გადააჭარბა 9 მილიონიან ნიშნულს და შეადგინა 9,3 მლნ ვიზიტორი და ტურიზმიდან მიღებულმა მაჩენებელმა 3 268,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ფიქსირდება ტრანსპორტის სფეროშიც, სადაც რკინიგზის მიერ გადაზიდულ კონტეინერების მაჩვენებლებში ფიქსირდება რეკორდული მაჩვენებელი. ასევე გაუმჯობესებულია ფულადი გზავნილების სტატისტიკაც. რაც ყველაფერი ერთად ახდენს პოზიტიურ გავლენას ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.
კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა ხელს უწყობს ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობის გაუმჯობესებას, რაც აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიტიურ შეფასებებშიც.
გასული წლის მაჩვენებლების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ქვეყანას აქვს რესურსი მომავალ წელს უფრო მეტად გაუმჯობესდეს სავაჭრო ბალანსი, ექსპორტის ზრდისა და იმპორტჩამნაცვლებელი პროდუქციის წარმოების ხარჯზე, გაიზარდოს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, რაც დადებითად აისახება 2020 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე“,- წერს ოთარ ანგურიძე.