1-02-2020
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს(TIKA) თბილისის ოფისის კოორდინატორ ნეჯლა დემირდაღს შეხვდა.
რუსლან აბაშიძემ ნეჯლა დემირდაღს თურქეთის მთავრობის მიერ წლების განმავლობაში დევნილების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს და სხვადასხვა მიმართულებით დევნილთა საჭიროებებისათვის მორგებული პროექტების მომავალში განხორციელების საკითხებზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთისავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე ესწრებოდნენ.