გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აპრილი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
"ჩემი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ამაზე დიდი ცოდვა არ მიმიძღვის" - რატომ მოიხადა შევარდნაძემ ბოდიში გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე

3-02-2020

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყველაზე დიდი ცოდვა, რაც მას ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინაში მიუძღვის, ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება გადააბარა.


"სააკაშვილს ხელისუფლება მე ჩავაბარე და დღევანდელი გადასახედიდან რომ ვფიქრობ, ჩემი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ამაზე დიდი ცოდვა არ მიმიძღვის. ამას ათასჯერ მოვინანიებ უფლისა და ხალხის წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სხვა გზა, სხვა გამოსავალი არ მქონდა.


შევარდნაძე რომ არ ყოფილიყო, სააკაშვილი პრეზიდენტი ვერ გახდებოდა. ვაღიარებ და ბოდიშს ვუხდი ქართველ ხალხს"-განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ "ასავალ დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 2013 წლის 2 ივლისს გამოქვეყნდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930