გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბრიტანეთში სექსუალური შევიწროების მსხვერპლ 10 წლის გოგონას ხელისუფლების წარმომადგენლებმა „მეძავი“ უწოდეს 

19-07-2026

დიდ ბრიტანეთში, 10 წლის გოგონას, რომელიც მიგრანტებისგან ფორმირებული არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციის ორგანიზებული ჯგუფების მსხვერპლი გახდა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა „მეძავი“ უწოდეს.


კონსერვატორმა პარლამენტის წევრმა კრის ფილპმა, არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციის ბანდების სკანდალთან დაკავშირებული საქმეების რამდენიმე მაგალითი მოიყვანა. ფილპის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები 10 წლის გოგონებსაც კი „მეძავად“ ან „დანაშაულის თანამონაწილედ“ მოიხსენიებდნენ.


მისი თქმით, ერთ-ერთი მსხვერპლის მამამ განაცხადა, რომ ორჯერ დააკავეს, როდესაც ცდილობდა, თავისი ქალიშვილი გაუპატიურებისგან დაეცვა. კრის ფილპის თქმით, ამ სისტემური მარცხის გამო, დღემდე არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი სათანადოდ არ ყოფილა პასუხისმგებლობაში მიცემული.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930