გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
იცოდით თუ არა რომ
იცოდით თუ არა, რომ ინტელექტი დედისგან გადადის

3-02-2020

ჭკვიანი ადამიანები, საკუთარ დედებს უნდა უმადლოდნენ იმისთვის, რომ მათ მემკვიდრეობით ასეთი ინტელექტი გადასცეს.


მეცნიერებმა პირველი მასშტაბური კვლევა ჩაატარეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ინტელექტი ბავშვს დედისგან გადაეცემა და არა მამისგან, როგორც აქამდე მიიჩნეოდა.


შესაბამისად, საუკუნეების მანძილზე არსებულ გენდერულ სტერეოტიპებს გაქრობა ემუქრება.


აღმოჩნდა, რომ სწორედ დედის გენეტიკა განაპირობებს თავის ტვინის განვითარებას, მამის გენი კი ლიმფურ სისტემაზე აგებს პასუხს. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, დედისგან თქვენ იღებთ ინტელექტს, მამისგან კი ტიპიურ ემოციურ მდგომარეობას.


სხვა კვლევების ერთ-ერთი ვერსიით, ადამიანები დედისგან იღებენ ინტელექტს, რადგან გენეტიკური ინტელექტი X ქრომოსომაშია განთავსებული.

არსებობს სხვა ფაქტორებიც:


ცოტა ხნის წინ, გერმანიაში, ულმას უნივერსიტეტში, კვლევებისას აღმოაჩინეს, რომ გენეტიკა ინტელექტის განვითარების ერთადერთი მიზეზი არ არის. თქვენს ჭკუაზე სხვა ფაქტორებიც ახდენს ზეგავლენას.


დამატებითი მთავარი ფაქტორია - დედასთან სიახლოვე, განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკში. ბავშვები, რომლებთანაც დედა რეგულარულად თამაშობს რთულ თამაშებს, რომლებიც სიმბოლოების ამოცნობას მოითხოვს, სხვა თანატოლებთან შედარებით უფრო ჭკვიანები იზრდებიან.


მეორე ფაქტროია - სიყვარული. თუ 13 წლამდე ბავშვის ემოციური მოთხოვნილებები სრულად დაკმაყოფილდება, მათი ტვინის უჯრედები 10 %-ით მეტად მრავლდება, ვიდრე მათი, ვინც დედას ემოციურად მოშორებული იყო.


დღეს მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანის ინტელექტი გენეტიკაზე მხოლოდ 40-60%-ითაა დამოკიდებული, დანარჩენი კი გარემო ფაქტორზე.


მაშინაც კი, თუ თქვენი შვილს ბუნებისგან ერგო საღი გონება, უნდა განუვითაროთ უნარი, როგორ გადაჭრას პრობლემა, რადგან როგორიც არ უნდა იყოს მისი გენეტიკური ინტელექტი, ასაკთან ერთად დაკარგავს.


https://reitingi.ambebi.ge/

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2020    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031