გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„პარტიის კონტრაქტზე პასუხისმგებელი პირი დამოუკიდებელი ექსპერტი ბათუ ქუთელიაა“ - მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძარობის“ და „ორიონ სტრატეჯის“ კონტარქტზე

3-02-2020

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძარობის“ და „ორიონ სტრატეჯის“ კონტარქტზე ისაბურა.


მდინარაძის თქმით, კონტრაქტზე „ნაციონალური მოძარობის“ წარმომდაგენლად ხელიმოწერილი აქვს დამოუკიდებელ ექსპერტს და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს ბათუ ქუთელიას.


„კიდევ ერთი აქტუალური თემა, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ხმოვანდება მედიაში, გახლავთ ლობისტების თემა. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მთავრობა, სხვადასხვა ქვეყნების მათ შორის, ამ მიზნით სხვდასხვა დროს, ლობისტურ კომპანიებს ქირაობს ხოლმე.


„ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა თავის მთელი მმართველობის განმავლობაში უწყვეტად თანამშრომლობდა ლობისტურ კომპანიასთან, საუბარია “ორიონ სტრატეჯიზე”, რომელიც ეკუთვნის რესპუბლიკელ რენდი შენემანს და მაიკლ მიჩელს. ლობისტების დახმარებას სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ბუნებრივია „ქართული ოცნების“ მთავრობა და ხელისუფლებაც იყენებს, თუმცა ახლა მინდა ყურადღება გამამახვილო მნიშვნელოვან დეტალზე. იმაში, რომ მთავრობა იყენებს ლობისტებს სკანდალური არაფერია, თუმცა მგონია, რომ სკანდალური შეიძლება რეალურად გახდეს ინფორმაცია, რომელსაც ახლა მე გავახმოვანებ. ბოლო კონტრაქტი, გაფორმებული “ორიონ სტრატეჯისა” და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის თარიღდება 2019 წლის ოქტომბრის თვით, მოქმედების პერიოდია 1 წელი და სრულდება 2020 წელს ოქტომბერში. კონტრაქტის მიხედვით, ლობისტური კომპანია ოპოზიციურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა დაეხმაროს ქართული დემოკრატიის გაძლიერებაში, ეს არის მითითებული კონტრაქტში, ამ ფორმალური მიზნის ქვეშ რა საქმიანობაც უნდა განახორციელოს ლობისტურმა კომპანიამ ალბათ ყველასთვის ნათელია. კონტრაქტი არის ღიად ატვირთული ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ელექტრონულ პორტალზე. ამაში რა თქმა უნდა გასაოცარი, უჩვეულო და სკანდალური არაფერია, რომ არა იმ პირის ვინაობა, ვინც კონტრაქტში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლად არის მითითებული. როგორც ვიცით, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ეს ადამიანი არ უნდა იყოს ფორმალურად ნაციონალური მოძრაობის წევრი და საჯარო სივრცეში მოქმედებს ე.წ. სამოქალაქო არასამთავრობო სექტორის და ე.წ. ობიექტური ექსპერტის სტატუსით, საუბარია ბათუ ქუთელიაზე, რომლის რეგალიაც დღეს არის საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი.


იმის მიუხედავად, რომ ბათუ ქუთელიას ნაც მოძრაობის დროს არაერთი უმაღლესი თანამდებობა ეკავა, იგი დღეს ცდილობს წარსდგეს საზოგადოების წინაშე, როგორც მიუკერძოებელი და ობიექტური წარმომადგენელი არასამთავრობო სექტორისა და შეუქმნას ქოლგა არასამთავრობო ორგანიზაციის საშუალებით თავის დღის წესრიგს. ეს დოკუმენტი არის მკაფიო დადასტურება, იმის როგორ მივიდა ნაციონალური მოძრაობა სისტემური დანაშაულიდან სისტემურ მანიპულაციამდე. ჩვენ ძალიან ხშირად გვაკრიტიკებენ ხოლმე თუ ვინმემ გაბედა და არასამთავრობო სექტორის რომელიმე წარმომადგენელს დაინტერესებული ან მიკერძოებული უწოდა. ქუთელიას შემთხვევა კიდევ ერთხელ, უკვე მტკიცებულების სახით, ცხადყოფს იმას, რასაც ჩვენ მუდმივად ვიმეორებთ ხოლმე. ნაციონალური მოძრაობა, მისი სატელიტები, რომლებიც რიგ შემთხვევებში ცდილობენ მოგვევლინონ სხვადასხვა პარტიების, მედიასაშუალებების თუ არასამთავრობო სექტორის სახელით, სისტემური დანაშაულიდან მივიდა სისტემურ მანიპულაციამდე და ამ გზით ცდილობენ ისინი შექმნან რაღაც ილუზია, თითქოს ერთი მხრივ ოპოზიციური პარტია, მეორე მხრივ სხვა ოპოზიციური პარტიები, მესამე მხრივ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მეოთხე მხრივ მედია დგას თითქოს ერთ აზრზე. სინამდვილეში კი, ჩვენ საქმე გვაქვს ერთიან წარმონაქმთან - ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ასეთი ტყუილებით მანიპულირებს და ამის მტკიცებულება შემიძლია მე ახლა წარმოგიდგინოთ. ეს არის ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული კონტრაქტი, სადაც ნაციონალური მოძრაობის მხრიდან წარმოდგენილია მის წარმომადგენლად ბათუ ქუთელია. ცხადია, როგორც ბათუ ქუთელიას, ისევე როგორც ყველა ადამიანს, შეუძლია აკეთოს ის რაც მას სურს, თუ ეს კანონით არ არის აკრძალული, ოღონდ, ჩვენ, ქართული ოცნება, საპარლამენტო უმრავლესობა ყოველთვის უზრუნველვყოფთ, რომ დავანახოთ საზოგადოებას მათი რეალური საქმიანობის, მათი რეალური სახის შესახებ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930