გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ილია ღლონტმა ოქტომბრის ძალადობრივი აქციები დაგმო: ეს იყო კატასტროფა და ამ ქვეყნის მიმართ დაშვებული შეცდომა

22-09-2026

მოძრაობა „ქართული რესპუბლიკას“ წარმომადგენელმა, ილია ღლონტმა „ტიკ-ტოკის“ ეთერში ოქტომბერში მომხდარი ძალადობრივი აქციები დაგმო.


ღლონტის განცხადებით, ნებისმიერი სახის არეულობა მისთვის მიუღებელია და მომხდარს მძიმე შეცდომა უწოდა.


„ოქტომბრის მოვლენები იყო კატასტროფა. ეს იყო ძალიან მძიმე შეცდომა და ყველაზე მეტად მეჯავრება რაიმე სახის არეულობა. არანაირად არ მაქვს ამ ქვეყანაში მაგის სურვილი. ღმერთმა დამიფაროს ეგ სურვილი მქონდეს. ზოგადად, ამ ქვეყნის მიმართ დაშვებული შეცდომა იყო, ამაზე ორი აზრი არ არსებობს“, - განაცხადა ილია ღლონტმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930