გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 08, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
საქართველოს საზღვართან ФСБ-ს ვერტმფრენი ჩამოვარდა

7-03-2018

ჩეჩნეთის სამხრეთ ნაწილში, საქართველოს საზღვართან რუსული Ми-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა. BBC-ის ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი და ასევე ვრცელდება ინფორმაცია ორი გადარჩენილის შესახებ. ვერტმფრენი ФСБ-ს შემადგენლობაში მყოფ სასაზღვრო ძალებს ეკუთვნოდა.


„დაღუპულია ხუთი მესაზღვრე: ეკიპაჟის სამი წევრი და ორი მგზავრი“, – განუცხადეს Интерфакс-ს ჩეჩნეთის სამართალდამცავ ორგანოში. მანამდე Интерфакс-ი ინფორმაციას ავრცელებდა 7-დან 9 ადამიანის გარდაცვალების შესახებ.


ვერტმფრენი მთიან რეგიონში ჩამოვარდა და მაშველებს კატასტროფის ადგილას მისვლა უჭირს.




news.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30