6-02-2020
ესპანეთის ლტოლვილთა დახმარების კომისია (Comisión Española de Ayuda al Refugiado – CEAR) 2019 წლის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
გამოქვეყნებული მასალიდან ირკვევა, რომ 2019 წელს ესპანეთის მთავრობას თავშესაფრის მინიჭების თხოვნით, უცხო ქვეყნის 118264-მა მოქალაქემ მიმართა – 64119-ით მეტმა, ვიდრე 2018 წელს.
2019 წელს თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნით ესპანეთის ხელისუფლებას ყველაზე ხშირად მიმართავდნენ შემდეგი ქვეყნებიდან:
1. ვენესუელა – 40906
2. კოლუმბია – 29363
3. ჰონდურასი – 6792
4. ნიკარაგუა – 5931
5. სალვადორი – 4784
6. პერუ – 3989
7. მაროკო – 2555
8. სირია – 2419
9. უკრაინა – 2383
10. საქართველო – 1815
2019 წელს ლტოლვილის სტატუსი მისცეს 1653 კაცს, რაც 2018 წლის აბსოლუტურ მაჩვენებელს 1078-ით აღემატება, ხოლო დამატებითი დაცვის საჭიროება დაუდგინდა 1503 კაცს – 817-ით ნაკლებს, ვიდრე 2018 წელს. მთლიანობაში, ორივე მახასიათებლის აბსოლუტური სიდიდეების ჯამი მცირედით აღემატება წინა წლისას და ეს მაშინ, როდესაც საქმეების რაოდენობა, რომლებზეც გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, 2019 წელს წინა წელთან შედარებით ბევრად მეტი იყო
2019 წელს გადაწყვეტილებაგამოტანილი 60198 საქმიდან ჰუმანიტარული სტატუსი მიანიჭეს 39776 კაცს, ბევრად მეტს, ვიდრე 2018 წელს.
საქართველოს მოქალაქეებიდან ლტოლვილის სტატუსი მიიღო 6-მა კაცმა, ჰუმანიტარული სტატუსი მიანიჭეს 4 კაცს, ხოლო 446 თხოვნა უარყოფილი იქნა.
ყველაზე ხშირად დადებითი გადაწყვეტა (ლტოლვილის სტატუსი, საერთაშორისო დაცვა, ჰუმანიტარული სტატუსი, დამატებითი დაცვა) შემდეგი ქვეყნების მოქალაქეების მიმართ გამოაქვთ:
სომალი – 100%, 63 კაცი
იამაიკა – 100%, 32 კაცი
ერიტრეა – 100%, 29 კაცი
ირანი – 89,36%, 94 კაცი
ლიბია – 85,18%, 27 კაცი
ავღანეთი – 83,11%, 77კაცი
სირია – 62,51%, 1734კაცი
სუდანი – 60,0%, 20 კაცი
რუსეთი – 55,93%, 118 კაცი
ევროსტატის თანახმად, 2019 წლის ბოლოსთვის ესპანეთში 133015 განსახილველი განცხადება იყო დაგროვებული. მათ შორის, როგორც CEAR-ის მონაცემებიდან ჩანს, საქართველოს 2595 მოქალაქის განცხადებაცაა. ამ მაჩვენებლით საქართველომე-9 ადგილზეა კოლუმბიის, ვენესუელის, ჰონდურასის, უკრაინის, ნიკარაგუის, სალვადორის, პერუს და სირიის შემდეგ.
მოამზადა რაულ კაპანაძემ