6-02-2020
მთავრობის გადაწყვეტილებით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც საკუთრებაში ფლობენ 5 ჰა-მდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.
ახალ საკანონმდებლო ცვლილებას დამატებული ღირებულების გადასახადის ახალი რეფორმა ითვალისწინებს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა და რომელიც საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირთან ჰარმონიზებას უზრუნველყოფს.
„ეს არის მცირედი, თუმცა მაინც ხელშეწყობა ჩვენი დევნილებისთვის, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი,“- განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.