გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის წარდგენის შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს

7-02-2020

უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის წარდგენის შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს.


მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შოთაძე თავისი საქმის პროფესიონალია, რომელიც მხარდაჭერას იმსახურებს.


„იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, ჩვენ ვაპირებთ, რომ მას მხარი დავუჭიროთ. ამაზე ძალიან დიდი უმრავლესობის აზრი უკვე ვიცი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას, ცხადია, პარლამენტი მიიღებს. ჩვენ კარგად ვიცნობთ შოთაძეს, როგორც პროფესიონალს, ძალიან კარგ პროკურორს და ადამიანს, რომელსაც არ გაუჭირდა ღირსეული გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როდესაც ამის საჭიროება დადგა. ის არ გაუფრთხილდა სკამს, ის გაუფრთხილდა სახელმწიფო ინტერესებს და რეპუტაციას. შესაბამისად, მას მაღალი ღირსების შეგრძნება აქვს, კარგი პროკურორია და იმსახურებს მხარდაჭერას, " - განაცხადა მდინარაძემ.


შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭო დღეს გენერალური პროკურორობის 4 კანდიდატიდან ერთს შეარჩევს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930