გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლუკა სირაძის ძმა: პოლიციელი, რომელიც ჩემს ძმას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა, ისევ შსს-ს თანამშრომელია

7-02-2020

გარდაცვლილი 15 წლის ლუკა სირაძის ძმამ, ბექა სირაძემ, რომ  პოლიციელი, რომელიც ჩემს ძმას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა, ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.


ბექა სირაძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებას ამომწურავს უწოდებს.


„ერთი პოლიციელი ჩემს ძმას შეურაცხმყოფელი სიტყვებით ესაუბრებოდა. ასევე ვიცი, რომ განყოფილების მენეჯერი ამაზე არ რეაგირებდა და სწორედ ესაა მისი ბრალი. ვიცი, რომ პოლიციელი, რომელიც ჩემს ძმას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა, ისევ პოლიციაში მუშაობს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ამომწურავად იმუშავა. მათ რაც შეეძლოთ დადასტურებულად ეთქვათ, ის თქვეს“, – განაცხადა ბექა სირაძემ.


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ორთვიანი გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის გადაცდომა იკვეთება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, მათ შსს-ს გენერალურ ინსპექციას, პოლიციის ზემოაღნიშნული მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით უკვე მიმართეს.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930