გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გაჩეჩილაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თუ ასე გააგრძელა, როგორც დღეს იქცევა, პარლამენტში მოხვედრის პრობლემაც კი შეიძლება შეექმნას

7-02-2020


„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თუ ასე გააგრძელა, როგორც დღეს იქცევა, პარლამენტში მოხვედრის პრობლემაც კი შეიძლება შეექმნას. საზოგადოებას სჭირდება სიწყნარე, სტაბილურობა. მითუმეტეს, ამ ბოლო ხანებში აშკარად დაინახა საზოგადოებამ, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი არ უმრავლესობის, არამედ, სინამდვილეში, ქვეყნის წინააღდეგ იბრძვის“,- განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარემ, გიორგი გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია ,,პირველის" ეთერში.


მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობა“ ყველა ხერხს მიმართავს იმისათვის, რომ მოხდეს ქვეყნის დესტაბილიზაცია, ქვეყნის შეურაცხყოფა და დამცირება, რაც თვალნათელია, თუნდაც ამერიკის კონგრესთან და ევროპარლამენტთან მიმართებაში.


„უნდა გავიხსენოთ ვინ არის ამ პარტიის თავმჯდომარე, ვინ არის აღმასრულებელი მდივანი, რა კავშირები აქვთ რუსეთთან, არიან თუ არა რუსეთის ბიზნესში და ა.შ. მაგალითად, კობა ნაყოფია რატომ არის უზარმაზარი რუსული კომპანიის „პრომიშლენი ინვესტორის“ ვიცე-პრეზიდენტი და რატომ ჩამოიყვანა გრიგოლ ვაშაძემ საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსული პიარ ჯგუფი“, - აღნიშნა გიორგი გაჩეჩილაძემ.


ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარის განცხადებით, 2016 წლის შემდგომ პერიოდში „ნაციონალურმა მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების მიერ გადადგმული აგრესიული ნაბიჯებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სხვა პარტიების რეიტინგი გაიზრდებოდა.


„თავისი შინაგანი პოზიცია, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა და რომელიც საზოგადოებას შეიძლება დაავიწყდა კიდევაც, უცებ, ამ ბოლო პერიოდში, თავი იჩინა რაღაც აგრესიული და ავადმყოფური ფორმით. აბა რა უნდა დაარქვა იმას, როდესაც ორი ქალბატონო შემობრძანდება და შხამს და საწამლავს დაასხამს პარლამენტის დარბაზში, რომელშიც ადამიანები კინაღამ დაიხოცნენ, მათ შორის, პარლამენტის თანამშრომლები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ამ ფონზე, როდესაც პოლიტიკური არჩევანის გაკეთების დროს დადგება, არ უნდა გაგიკვირდეთ ვის დაუჭერს მხარს ქართველი ამომრჩეველი. პოლიტიკური პარტიის რეიტინგი, რომელიც წინა არჩევნების შედეგებით და გამოკითხვებით მეორე ადგილზე იყო, ვარდება. ბუნებრივია, ამ დროს გარკვეული პოლიტიკური პარტიების რეიტინგი იზრდება და მათ შორის, რა თქმა უნდა, უმრავლესობაში მყოფი პარტიების რეიტინგიც იზრდება. თქვენ ნახავთ, მოვა ეს არჩევნები და რამდენი პოლიტიკური პარტია იქნება კვლავ წარმოდგენილი პარლამენტში“, - აღნიშნა გიორგი გაჩეჩილაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930