გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროკავშირის ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოს წინსვლას საერთაშორისო რეიტინგებში

7-02-2020

2020 წლის 7 თებერვალს ევროკავშირმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ. ეს უკვე რიგით მეოთხე ანგარიშია ასოცირების შეთანხმების 2016 წელს ძალაში შესვლის შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ მოცემული ანგარიშის საფუძველზე მოხდება საქართველო-ევროკავშირის არსებული ასოცირების დღის წესრიგის განახლება მომდევნო წლებისთვის (მიმდინარე დოკუმენტის ვადა 2020 წლის ბოლოს იწურება).

ანგარიში ასახავს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს მთელ რიგ სფეროებში, მათ შორისაა ადამიანის უფლებების დაცვა, მართლმსაჯულება, კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, საჯარო მმართველობა, ეკონომიკური განვითარება და ვაჭრობა, კონკურენციის პოლიტიკა, რეგიონული განვითარება და დეცენტრალიზაცია, ტურიზმი, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, სტატისტიკა, ფინანსური სექტორი, გარემოს დაცვა, განათლება, ახალგაზრდობა და ინოვაციები, ტრანსპორტი და ენერგეტიკა. ანგარიშში საუბარია როგორც მიღწეულ პროგრესზე, ისე განსახორციელებელ სამუშაოზე; ყურადღება გამახვილებულია აგრეთვე 2019 წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე.

ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოს როგორც რეგიონში ევროკავშირის ძირითადი პარტნიორის მნიშვნელობას და სრულ მხარდაჭერას აცხადებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ანგარიში ხაზს უსვამს ქვეყნის წინსვლას საერთაშორისო რეიტინგებში არაერთ სფეროში, მათ შორის ბიზნესის კეთების სიმარტივის, მედია თავისუფლების და სხვა რეიტინგებში.
გატარებული რეფორმების შედეგია ეკონომიკური ზრდა, რომელიც ანგარიშშიცაა დაფიქსირებული.


ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ქვეყნის მიერ გაუმჯობესებული სტატისტიკა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებზე, რაც საქართველოსა და ევროკავშირის პოზიციების თანხვედრის ერთ-ერთი დასტურია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930