„მე მხარს დავუჭერ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე იმიტომ, რომ ეს არის კაცი, რომელიც, პირველ რიგში, პროფესიონალია როგორც იურისტი და პროკურორი და ასევე, აქვს დიდ გამოცდილება. ამავე დროს, ეს არის პიროვნება, რომელმა საფუძველი ჩაუყარა სამართლიანობის აღდგენას საქართველოში“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარემ, გიორგი გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია ,,პირველის" ეთერში.
მისივე თქმით, ირაკლი შოთაძის დამსახურებაა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გახსნა.
„ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მარტო იმიტომ დავუჭერ მხარეს, რომ ჩემი მეგობრის, იური ვაზაგაშვილის საქმე გახსნა, რომელიც თავის შვილის საფლავზე ააფეთქეს და ვინ ააფეთქა და ვინს ზის ამის გამო ციხეში ყველამ კარგად იცის“, - აღნიშნა გიორგი გაჩეჩილაძემ.