გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ ხანძარი ლიკვიდირებულია

7-02-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შესული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ იწვოდა ბუჩქები და ტყის ქვედა საფარი.

შსს-ს ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძახებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების სამსახურმა. არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე. ხანძრის ქრობას, ასევე, ართულებდა ძლიერი ქარი, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა მოახერხეს ხანძრის დროული ჩაქრობა.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

შსს-ს ცნობითვე ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში მონიტორინგის მიზნით 1 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი დარჩება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031