გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქუთაისში 5 თვის ორსული გრიპის ინფექციით გარდაიცვალა

10-02-2020

ქუთაისის კლინიკაში, სავარაუდოდ, ვირუსული ინფექციით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, რომელიც ხუთი თვის ორსული იყო.

არსებული ინფორმაციით, ონში მცხოვრები ქალი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით ამბროლაურის საავადმყოფოში მიიყვანეს, საიდანაც კატასტროფის ჯგუფმა დაუყოვნებლივ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.

გართულებული რესპირატორული ინფექციის გამო, ორსული ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ფაქტს ადასტურებენ კლინიკაში, თუმცა ამბობენ, რომ ოჯახის თანხმობის გარეშე დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებენ.

პაციენტი 8 თებერვალს გარდაიცვალა.

რუსთავი2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930