11-02-2020
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა N9 პენიტენციურ დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.
გიგი უგულავას ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, უგულავა ციხეში სამართალდამცველებმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადაიყვანეს, სადაც ის თავად გამოცხადდა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.