11-02-2020
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია ბოლო დღეების მოვლენების შეფასებისას ყურადღებას ამახვილებს მისთვის მნიშვნელოვან ასპექტზე და აცხადებს, -„თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერი, რომელიც დღეისათვის საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე აკეთებს შეფასებას, დარწმუნებულია, რომ მათ აქვთ დასავლეთის მხარდაჭერა. თითქმის არც ერთი მათგანი არ ახსენებს და არ საუბრობს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაზე და მათ სავარაუდო პოზიციაზე. ამიტომ მე მინდა, მოვუწოდო ყველას, რომ ძირითადი დასკვნების გაკეთება მივანდოთ საქართველოს მოსახელობას, რადგან მხოლოდ მათ იციან მთელი ამ დაპირისპირების გენეტიკა და მოტივაციები და დარწმუნებული ვარ, რომ ეყოფათ გამჭრიახობა მხოლოდ ფრაგმენტებით არ შეაფასონ მოვლენები. მთლიანობაში დაინახონ მთელი ის პროცესები რაც 2012 წლის შემდეგ მიმდინარეობს. ქვეყანას წარმატებულად ვერასოდეს მართავს ის ძალა, რომელიც ჯერ გარეთ იხედება და შემდეგ შიგნით.
ჩვენთვის ყველასთვის გასაგებია საერთაშორისო მხარდაჭერის გარდაუვალი აუცილებლობა, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანის აღქმა თავისუფლებასთან მიმართებაში. თუ ჩვენ არ გვექნება რეალური თავისუფლება, მაშინ ვერც ჩვენი მიზნები იქნება რეალური“, - აცხადებს რომან კაკულია.