გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
„რუსთავი 2“ ნინო არაზაშვილმაც დატოვა

9-03-2018

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი2“ ტელეწამყვანმა და დილის გადაცემების პროდიუსერმა ნინო არაზაშვილმა დატოვა. არხიდან წასვლის დეტალები არ დაკონკრეტებულა, თუმცა, ოფიციალურად „რუსთავი2“-ს მაშინ არც ეს ფაქტი დაუდასტურებია.

საინტერესოა, რომ არაზაშვილის წასვლამდე ერთი დღით ადრე არხზე სერიოზულმა ფინანსურმა სკანდალმა იფეთქა. გაჩნდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია საკუთარ თანამშრომლებს თებერვლის პრემიების უკან მიტანას აიძულებს. ვითარების გასარკვევად ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაპირისპირებულ მხარეებს შეხვდა.

სწორედ ამ კონფლიქტისა და ხმაურის შემდეგ სახლში ნინო არაზაშვილი მიდის. სკანდალი კი ქრება. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, არხზე „ატკატების“ პრობლემა დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიღაც საკუთარი გუნდის წევრებს პრემიების წილს სთხოვდა. ეს ორი ფაქტი ერთმანეთს საეჭვოდ დაემთხვა. კითხვას, რა კავშირში იყო „ატკატები“ ნინო არაზაშვილთან, „რუსთავი2“-ის თანამშრომლები დუმილით პასუხობენ.





primetime.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30