გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში სამი კანდიდატი იყრის კენჭს

12-02-2020

ოკუპირებულ აფხაზეთში 22 მარტისთვის დანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბა მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რუსულ მედიას განუცხადა.


ოკუპირებული აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ე.წ. საარჩევნო პროცესში სამი კანდიდატი ჩაერთვება. კენჭს ეკონომიკის დე ფაქტო მინისტრი ადგურ არძინბა, ყოფილი ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ ძაპშბა და ე.წ ოპოზიციონერი ლიდერი ასლან ბჟანია იყრიან. დე ფაქტო საარჩევნო კომისიაში დოკუმენტების წარდგენის ვადა გუშინ ამოიწურა.  


აფხაზეთში ე.წ. განმეორებითი არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 8 სექტემბერს გამართული „არჩევნების“ მეორე ტურის შედეგები გააუქმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930