გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„აქციის მონაწილეებმა „პრეზიდენტის ადმინისტრაციაში“ იარაღის შესანახი ოთახი გახსნეს და გარკვეული რაოდენობის იარაღი წაიღეს“ - აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე

10-01-2020

ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი არეულობა გრძელდება. პროტესტი ე.წ. პრეზიდენტის მეორე ვადით არჩევის გამო გუშინ დაიწყო და დღეს დილით განახლდა.

ვრცელდება ინფირმაცია, რომ აფხაზეთს მოქლაქეები ტოვებენ და ენგურის ხიდზე ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქთან უსასრულო რიგებია.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მუჰამედ კილბას თქმით, აქციის მონაწილეებმა „პრეზიდენტის ადმინისტრაციაში“ იარაღის შესანახი ოთახი გახსნეს და გარკვეული რაოდენობის იარაღი წაიღეს.

„ყველა კარადა გახსნილია. მოპარულია სახელმწიფო ხელისუფლების სიმბოლოები. ამასთან, გახნილია იარაღის შესანახი ოთახი და იარაღის გარკვეული ნაწილი მომიტინგეების ხელშია“, - განაცხადა მუჰამედ კილბამ.

აფხაზური მედია დღეს დილით სოხუმში მომხდარ სროლაზეც საუბრობდა, თუმცა ფაქტი არ დაადასტურა ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ოპოზიციური პარტიის „ამცახარას“ მხარდამჭერები რაულ ხაჯიბას გადადგომას მოითხოვენ.

გუშინ აქციის მონაწილეებმა ჩამოხსნეს ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის კარი და დალეწეს ფანჯრები. სწორედ ფანჯრიდან შევიდა მათი დიდი ნაწილი შენობაში.

დღეს დე ფაქტო პარლამენტმა რაულ ხაჯიბას გადადგომიკენ მოუწოდა, თუმცა ხაიჯბამ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს. დილით ასევე გახდა ცნობილი, რომ აფხაზეთის „პარლამენტის თავმჯდომარე“ საავადმყოფოში გულის შეტევით გადაიყვანეს.

სოხუმში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930