გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გრძელდება

12-02-2020

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა მინაძისა და ურავლის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში.


შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე,  ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები   ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტეტები  გააცნეს ადგილობრივებს, იმსჯელეს დასახლებებში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე.


სოფლებში მინაძეში, ჭაჭარაქში, ღრელში ხეოთში, ურაველსა და მუსხში დასახლების საერთო კრებებზე, მოსახლეობის გადაწყვეტილებით,  ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა   პრიორიტეტები. ესენია: მინაძე -  ხიდის რეაბილიტაცია, ჭაჭარაქი - სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, ღრელი - სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ხეოთი - სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია, მუსხი - სასმელი წყლის სისტემისა და საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობა, ურაველი - ამბულატორიის ეზოს კეთილმოწყობა და საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობა.


2020 წელს,  ახალციხის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი დაიხარჯება. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო, ადგილობრივი მაცხოვრებლები  ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვეტენ, რას მოხმარდება  დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა. საკონსულტაციო შეხვედრები  24 თებერვლამდე მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930