გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ფართობების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ხუთი პირი პასუხისგებაში მისცა

9-03-2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ხუთი პირი პასუხისგებაში მისცა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, გააყალბეს მიღება - ჩაბარების აქტები, რომლებიც მიწის ნაკვეთების ვითომდა კანონიერ მფლობელობაში გადაცემას ადასტურებდა. ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ ქალაქ თბილისის მიმდებარედ, სოფელ ქვემო ლისის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, ჯამში 4 500 მ2 ფართობის სამ მიწის ნაკვეთს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 334 287 ლარს შეადგენს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930