გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: ევროპარლამენტში მას შემდეგ შეგვიშვეს, რაც ვთქვით, რომ სალომე სამადაშვილის ქვეყნიდან ვიყავით

13-02-2020

"მას შემდეგ რაც ვთქვით, რომ ვიყავით სალომე სამადაშვილის ქვეყნიდან, შეგვიშვეს ევროპარლამენტში",- ასეთი ირონიული კომენტარით გამოეხმაურა პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრ სალომე სამადაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, თითქოს კახა კალაძეს და ირაკლი კობახიძეს ევროპარლამენტში არავინ ხვდება, რადგან მათ არ იცნობენ.

მისი თქმით, სალომე სამადაშვილის განცხადებები იმდენად აბსურდულია, რომ არ შეიძლება მას სერიოზულად უპასუხო. 

"დიახ, არავინ გვიცნობს მე და ირაკლი კობახიძეს, არც საქართველოს შესახებ სმენიათ რამე და ევროპარლამენტის შენობაში მას შემდეგ შეგვიშვეს, რაც ვთქვით, რომ ვიყავით სამადაშვილის ქვეყნიდან,"- განაცხადა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმულ კითხვაზე კომენტირებისას.

გუშინ სალომე სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე ევროპარლამენტის შენობაში "ლანდებივით" დადიან, მათ არავინ იცნობთ. 

"რთულია, სევდა არ შემოგაწვეს ევროპარლამენტში, როდესაც გახსენდება , რომ უპრეცედენტოთ, გამონაკლისის სახით, ორჯერ მოიწვიეს პრეზიდენტი სააკაშვილი აქ პლენარულ სხდომაზე გამოსასვლელად, ისტორიული მნიშვნელობის სიტყვით გამოვიდა. მთელი პარლამენტი საქართველოზე, მის მხარდაჭერაზე საუბრობდა. ეხლა კალაძე და კობახიძე დადიან ლანდებივით, არავინ იცნობს, არავის გაუგია, სიმწრით რამდენიმე შეხვედრა დანიშნეს და იქაც რაღაც სისულელეებს ელაპარაკებიან ხალხს, წვრილმანი თაღლითები. რას დაემსგავსა ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ქვეყანა", - წერს სოციალურ ქსელში სალომე სამადაშვილი.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930