გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარინა კალიურანდი: „სანამ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტს ვხელმძღვანელობ, ყოველთვის მოვითხოვ საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერას“

13-02-2020

„იმედგაცრუებული ვარ. ჯერ-ჯერობით ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის შემდგარი ყველა შეხვედრა დასრულდა განსაზღვრული შეთანხმებების, დეკლარაციების მიღებით. ეს კეთილი ნების გამოხატულებაა. ჩემთვის, როგორც თავმჯდომარისათვის, უმთავრესია ის, რომ  დეკლარაცია იყოს დაბალანსებული. უნდა იყოს თანაბრად კრიტიკულიც და გონივრულიც. მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე მხარის  -ევროპარლამენტის და საქართველოს პარლამენტის მიერ, მიღებული ზოგიერთი ცვლილება არ გამოდგა კონსტრუქციული“, - განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის  თანათავმჯდომარემ მარინა კალიურანდიმ.

 

მისი განმარტებით, ცვლილებების ჩამონათვალში არის ბევრი განმეორება და ძალზე ბევრი შიდა პოლიტიკური განცხადებები რაც მისი თქმით, პარლამენტებს შორის გაკეთებულ განცხადებებს არ ეკუთვნის.

 

„შესაბამისად, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ არ გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი არ დაუჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიულ გაძლიერებას და ევროპასთან მჭიდრო ინტეგრაციას. სანამ მე პარლამენტში ვარ და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტს ვხელმძღვანელობ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მოვითხოვ საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერას“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031