გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი: რეზოლუციის გადადება მხოლოდ მათ ინტერესშია, ვისაც არ უხარია საქართველოს წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე

13-02-2020

სამწუხაროა, რომ დღეს სტრასბურგში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარალამენტო კომიტეტის სხდომაზე ვერ მოხერხდა  საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერის გამომხატველი დოკუმენტი, რომლის მიღებაც თითოეული ჩვენთაგანის საერთო ინტერესს უნდა წარმოადგენდეს.

 

მას შემდეგ, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ ნახა, რომ რეზოლუციის პირველი რედაქციაში საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები და იმ ვალდებულებების შესრულება, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს ნაკისრი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით, პოზიტიურად იყო შეფასებული, მათ ჯერ ტექსტში ნეგატიური ცვლილებების შეტანა სცადეს, ხოლო როცა ამასაც ვერ მიაღწიეს, ევროპის სახალხო პარტიის მეშვეობით, უბრალოდ არ დაუჭირეს მას მხარი.

 

ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი ქმედება და მათი სიხარული ეფემერულია, რადგან ასოცირების საპარალამენტო კომიტეტი უახლოეს სხდომაზე კვლავ დაუბრუნდება აღნიშნულ საკითხს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031