14-02-2020
მიუნხენი უსაფრთხოების 56-ე, ყოველწლიურ კონფერენციას 14-დან 16 თებერვლის ჩათვლით უმასპინძლებს. მიუნხენში 500-ზე მეტ მაღალი დონის საერთაშორისო გადაწყვეტილების მიმღებ პირს ელოდებიან.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური, გიორგი გახარია, მიუნხენის 56-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრება. ამასთან, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, სამდღიან განხილვებს დაესწრება 100-მდე საგარეო თუ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი. მათ შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
ოპოზიციაში აქტიურად საუბრობდნენ, საქართველოს მთავრობის მეთაურის, გიორგი გახარიას და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვის შესაძლო არაფორმალურ შეხვედრის შესახებ. აღნიშნულის ინფორმაციის გადასამოწმებლად “აიპრესი” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს დაუკავშრიდა.
მათი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, გიორგი გახარიას და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვის შეხედრის შესახებ სიცრუეა:
“გიორგი გახარიას და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვის შეხვედრასთან დაკავშირებით არის ცრუ ინფორმაცია! მსგავსი შეხვედრა არ იგეგმება. გიორგი გახარია უკვე გაემგზავრა”
შეგახსენებთ, მიუნხენი უსაფრთხოების 56-ე, ყოველწლიურ კონფერენციას 14-დან 16 თებერვლის ჩათვლით უმასპინძლებს. მიუნხენში 500-ზე მეტ მაღალი დონის საერთაშორისო გადაწყვეტილების მიმღებ პირს ელოდებიან.
ბავარიაში ელოდებიან 35 სახელმწიფოს ხელმძღვანელ პირებს, მათ შორის არიან ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ასევე ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი.