გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსლან აბაშიძე ბორჯომში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

14-02-2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ბორჯომისა და ლიკანის სანატორიუმებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო კომპაქტურ ჩასახლებებში არსებულ მდგომარეობას, მოისმინა დევნილთა პრობლემები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა. შეხვედრაზე რუსლან აბაშიძე დევნილ მოსახლეობას იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომლებიც აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

დევნილებთან შეხვედრების პარალელურად ბორჯომში დევნილთა კოლექტიური ცენტრების ამხანაგობის თავჯდომარეებთან ორდღიანი საინფორმაციო შეხვედრა-ტრეინინგი გაიმართა. ტრეინინგის მონაწილეებს „საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ (კანონის ადაპტირებული ვერსია) გადაეცათ. მსგავსი შეხვედრები აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით რეგიონებში უკვე მეორე წელია იმართება და მისი მიზანი საბინაო მართვის პროცესში დევნილთა მონაწილეობა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მეშვეობით დევნილი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.

შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ზაალიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დავით ძალამიძე და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების წარმომადგენელი ირინა არბოლიშვილი მონაწილეობდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930