გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარია ზახაროვა: რუსეთი საქართველოს აღიქვამს როგორც სუვერენულ სახელმწიფოს საკუთარი ინტერესებით

14-02-2020

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დისკუსია იმის შესახებ, თუ ვინ უხელმძღვანელებს რუსეთის დელეგაციას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოსალოდნელ შეხვედრაზე თბილისში, პროვოკატორების მიერ მათი ვიწრო ინტერესებით გამოიყენება.


„სუვერენულ სახელმწიფოში არაფერი უნდა იცვლებოდეს სხვა ქვეყნის წარმომადგენლის ჩასვლით ან არჩასვლით. ეს ნიშნავს, რომ იქ რაღაც ისე არ არის. ეს ნიშნავს, რომ მუშაობენ პროვოკატორები, რომლებიც ამ მომენტით, ამ შესაძლებლობით, პოტენციური თუ განუხორციელებლით, წყვეტენ მხოლოდ თავის ვიწრო ანგარებიანი ინტერესისთვის.


ვიდრე შიდაპოლიტიკური, შიდა ვითარება საქართველოში დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ ჩავა რუსეთიდან და ვინ არა, პრობლემები იქნება და იმის მიხედვით, თუ ვინ ჩამოდის შენთან, ხელისუფლებები არ უნდა მიდიოდნენ, მინისტრები არ უნდა იცვლებოდნენ“,- განაცხადა ზახაროვამ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031